მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბში პარტიის წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან

“ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბში პარტიის წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან [Video]

Published on

„ქართული ოცნების“ ოფისში განსაკუთრებული მობილიზებაა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.პარტიაში  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ, ამ მიზნით უკვე იკრიბებიან „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში.რასაც ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე მამაუკა წოწერია. მისი თქმით, იმ მესიჯებს საბოლოოდ გასცემენ პასუხს, რაც პირველ ტურის შედეგებმა აჩვენა.ამ წუთებში შტაბთან იკრიბებიან პარტიის წევრები და მხარდამჭერები, მათ შორისაა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც „ოდიშინიუსის“ წყაროს ინფორმაციით, გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოცნების შტაბში ე.წ. ქურდულ გარჩევას ესწრებოდა. გოგიამ შტაბში შეკრება და ჩხუბი უარყო და მაქსიმალურად შეეცადა პასუხები არ გაეცა ჟურნალისტის შეკითხვებზე. იქონია თუ არა ზუგდიდში მმართველი გუნდის დამარცხებაზე გავლენა იმ ფარულმა ჩანაწერებმა, სადაც გოგია ფიგურირებს, მისი პასუხია რომ არ სურს ინტერვიუს ჩაწერა. დღეს 8 საათზე მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი 2 დღიან დუმილს დაარღვევს და განცხადებას გააკეთებს.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...