მთავარისიახლეებიპოლიტიკამერიას ტყაიაში არჩევნების დღეს სოფლის რწმუნებულის ქმედებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ზომები არ მიუღია...

მერიას ტყაიაში არჩევნების დღეს სოფლის რწმუნებულის ქმედებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ზომები არ მიუღია [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ტყაიაში არჩევნების დღეს სოფლის რწმუნებულის ქმედებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ზომები არ მიუღია. საუბარია ტყაიის 71- ე უბანზე სოფლის გამგებლის ქმედებაზე, რომელიც 28 ოქტომბერს უბანზე ნასვამი მივიდა და იგინებოდა. ედემ კეკუტიას მიერ ამომრჩეველზე ზეწოლისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მისამართით გამოთქმული გინებისა და ქმედებების ამსახველი ვიდეო ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელმა ტელეფონით გადაიღო და სააგენტოებს გადასცა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში და ასევე ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზომებს აუცილებლად მიიღებდა, მთელი დღის განმავლობაში კეკუტია უბანზე პერიოდულად ჩნდებოდა და იგინებოდა, ზეწოლას ახდენდა ამომრჩეველზე და ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებზე. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მიგვეღო მერიიდან პასუხი, აგებს თუ არა პასუხს არაეთიკურ ქმედებასა და დარღვევებზე სოფლის რწმუნებული და რა ზომები გატარდება მის მიმართ, უწყებაში ამ დრომდე  არ გვპასუხობენ. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ

 

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...