მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გედევან ფოფხაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს ამომრჩეველს დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადებისათვის'' '-...

,,გედევან ფოფხაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს ამომრჩეველს დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადებისათვის” ‘- რომან გოცირიძე

Published on

უმრავლესობის დეპუტატის განცხადება, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას მოჰყვება სამოქალაქო ომი, არის დანაშაულის ნიშნების შემცველი, – ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ არჩევნებს გრიგოლ ვაშაძე მოიგებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით.
 
მისი თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა დიდი ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
 
„უმრავლესობის დეპუტატის განცხადება, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას მოჰყვება სამოქალაქო ომი, არის დანაშაულის ნიშნების შემცველი. მმართველი უმრავლესობა დაუყოვნებლივ უნდა გაემიჯნოს ამ განცხადებას, ხოლო დეპუტატმა ბოდიში უნდა მოიხადოს ამომრჩევლის წინაშე",- განაცხადა გოცირიძემ.
 
„თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს „ნაციონალური მოძრაობის" განწყობა აძლევს, რომელიც მერაბიშვილის და ახალაიას ციხიდან გამოყვანას და ასევე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება.

სიახლეები

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...