მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის 40% ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შედეგია და მეორე ტურში...

სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის 40% ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შედეგია და მეორე ტურში ის აუცილებლად დამარცხდება, [Video]

Published on

 

„რეალური მიცემული ხმებით გია ვაშაძე არის პრაქტიკულად გამარჯვებული და გადასულია მეორე ტურში“- საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოს მოსახლეობას გამარჯვებას ულოცავს და ოპოზიციას მადლობას უხდის.
 
მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ შედეგების გაყალბებას გეგმავს, თუმცა მისი თქმით, ამას საზოგადოება არ დაუშვებს.
 
სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის 40% ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შედეგია და მეორე ტურში ის აუცილებლად დამარცხდება, რადგან ოპოზიცია ერთიანია. მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელს და „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს, გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
 
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით ბაქრაძეს და „ევროპულ საქართველოს“, ყოჩაღ მართლა ბაქრაძეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება. ეს ნიშნავს რომ შანსი არაა ჩვენი დამარცხების მერე ტურში. მე დარწმუნებული ვარ იგივე ნაბიჯს გადადგამს შალვა ნათელაშვილი.
 
ხალხმა დაიჯერა, რომ შესაძლებელია ამ მონსტრის, ივანიშვილის დამარცხება. როგორ არ რცხვენიათ რომ აცხადებენ 52 %?“,-აცხადებს სააკაშვილი საკუთარ ვიდეო მიმართვაში.
 
 
სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სუს-ის ხელმძღვანელობა დაიბარა და აპირებენ გამოაცხადონ პირველ ტურშივე გამარჯვება, რასაც მისი თქმით, ოპოზიცია და საზოგადოება არ დაუშვებს.
 
„თუ ისინი გააგრძელებენ ამ კენჭისყრის შედეგების გაყალბებას. თუ ივანიშვილი შეეცადა მოსტაცოს ხალხს გამარჯვება ივანიშვილი დაასრულებს ძალიან ცუდად,“-ამბობს სააკაშვილი
 
 
 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...