მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში საგანგებო თათბირი იმართება, რომელშიც სუს-ის წარმომადგენლები იღებენ...

ამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში საგანგებო თათბირი იმართება, რომელშიც სუს-ის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

Published on

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
 
"კურიერის" ინფორმაციით, ამ წუთებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში საგანგებო თათბირი იმართება, რომელშიც სუს-ის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
 
თათბირის შესახებ ინფორმაცია პირველად გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა, ელისო კილაძემ გაავრცელა. ივანიშვილის რეზიდენციასთან "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ვიდეომასალა გადაიღო.
 
"რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარმა რედაქტორმა ისაუბრა. ელისო კილაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში სრული პანიკაა.
 
„დაახლოებით, 5 საათიდან ქართული ოცნების შტაბში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს აგებს და არჩევნებს იგებს გრიგოლ ვაშაძე, ამის შემდეგ დაიწყო მობილიზაცია. მივიღე ინფორმაცია, რომ შუშის სასახლეში დაინიშნა თათბირი, სუს-ის მაღალჩინოსნები გამოიძახეს. საუბარი მიდის იმაზე, რომ როგორმე გრიგოლ ვაშაძის პირველ ტურში გამარჯვება არ გაფორმდეს ოფიციალურად და ცესკო-ში მოხერხდეს ის, რომ გაფორმდეს მეორე ტური სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის. არსებობს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბეჯითებით ითხოვს სალომე ზურაბიშვილისთვის  პირველ ტურში 52-54%-ის დაწერას,“- განაცხადა ელისო კილაძემ.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...