მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საარჩევნო პროცესი ნორმალურად დაიწყო და ყველა უბანი წესების დაცვით გაიხსნა'' -...

,,საარჩევნო პროცესი ნორმალურად დაიწყო და ყველა უბანი წესების დაცვით გაიხსნა” – ითქვა ცესკო-ს პირველ ბრიფინგზე

Published on

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რამდენიმე წუთის წინ პირველი ბრიფინგი გაიმართა. ცესკო-ში განაცხადეს, რომ საარჩევნო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით, ნორმალურად დაიწყო და ყველა უბანი წესების დაცვით გაიხსნა.
 
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ, საზოგადოებას ხმის მიცემის პროცედურები გააცნო.
 
„პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს  მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში,“ – განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...