მთავარისიახლეებისამართალიგრიგოლ ვაშაძე მოითხოვს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ზაზა სარალიძე

გრიგოლ ვაშაძე მოითხოვს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ზაზა სარალიძე

Published on

გრიგოლ ვაშაძე რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციას მართავენ.
 
გაერთიანებულიოპოზიციის  პრეზიდენტობის კანდიდატი მოითხოვს, რომ სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა:
 
.„გაანებეთ თავი ზაზა სარალიძეს, ადამიანი ისედაც  ავად არის  და უკანასკნელი ძალით იბრძვის იმისთვის, რომ სამართალმა მისი  შვილის მკვლელები დასაჯოს,“ 
სანამ სახელმწიფო არ აღიარებს იმას, რომ დათუნა სარალიძის შემთხვევაში ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როცა ნივთიერები მტკიცებულებები გაანადგურა და ხელი დააფარა მკვლელებს, თემირლან მაჩალიკაშვილის შემთხვევაში კიდევ უარესი, მოკლა ჯერ ადამიანი, შემდეგ ნივთიერი მტკიცებები გაანადგურა, შემდეგ მკვლელებს ხელი დააფარა, არ დამთავრდება ეს ამბავი, მაინც მიაღწევენ სამართალს. რატომ გინდათ მაინცდამაინც თქვენს შეცდომებზე ისწავლოთ, როცა შეგიძლიათ, ისწავლოთ სხვის, სხვა ხელისუფლებების შეცდომებზე, არ გვესმის,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე გუშინ დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაზა სარალიძე დღეს ინგოროყვას კლინიკაში დარჩება.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...