მთავარისიახლეებისამართალიდაკავებულის დედა ამბობს, რომ ჩიპი, რომელზეც სხვადასხვა ასაკის გოგონების ფოტოები...

დაკავებულის დედა ამბობს, რომ ჩიპი, რომელზეც სხვადასხვა ასაკის გოგონების ფოტოები იყო, მის შვილს ციხიდან გამოატანეს

Published on

 
 დღეს დილით 9 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული იაგო ნებიერიძის მეზობლები ამბობენ,  რომ იგი  წარსულში დაკავებული იყო, როგორც აფამიანის გატაცებაში მონაწილე. მათი ინფორმაციით, ნებიერიძემ სხვა პირებთან ერთად გამოსასყიდის მიღების მიზნით ახალგაზრდა გაიტაცა  სახლში  მალავდა.
 
„რაღაც მსგავს სიტუაცია ვიცით. ბავშვის გატაცებაზე, ეგეთი რაღაც გავიგე. მისჯილი ალბათ, დაამთავრა და გამოვიდა. ის ვიცი, რომ ვიღაც გოგო დაიჭირა და ეს ნებიერიძე მალავდა,"-ამბობს დაკავებულის მეზობელი.
 
დაკავებულის დედა აცხადებს, რომ ვირაცეებს სურთ სხვისი დანაშაული მის შვილს აკიდონ და ამ ვერსიის გასამყარებლად ფაქტებს ამახინჯებენ. . იმდენი ტყუილი გაშუქდა, ამისთვის პასუხს გაგებინებთ ყველას – აცხადებს იგი. 
 
მისი განცხადებით, იაგო ნებიერიძე წარსულში სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა.  მან 9 თვის წინ დატოვა ციხე 9 წლიანი პატიმრობის შემდეგ.   ,, ძალადობაზე და ტელეფონის წართმევაზე იყო მსჯავრდებული. ტელეფონის წართმევაზე და ჯაჯგურის დროს ძალადობაც გამოვიდა მერე. ვიღაც ქალბატონს წაართვა ტელეფონი. გუშინ 7-ს უკლდა წუთები რომ მოვიდა. სახლში იყო მის მერე, ღამის 12 საათზე მოვიდნენ და წაიყვანეს. რა უნდა ეთქვა დანაშაულთან დაკავშირებით“..
 
 
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლიდან მეხსიერების ბარათი ამოიღეს, რომელზეც სხვადასხვა ასაკის გოგონების ფოტოები იყო, დაკავებულის დედა ამბობს, რომ ეს ჩიპი მის შვილს ციხიდან გამოატანეს.
 
„ასე თქვა, მე არაფერი დამიშავებიაო. მეც ეგრე ვიცი, რომ ციხიდან წამოღებული იყო ჩიპი – რომელი ბავშვების ფოტოები იყო, არ ვიცი. თვითონაც არ იცოდა, ვისი იყო. ვიღაცას ჩიპი ვათხოვე და გადმომიწერაო. აქ არაფერი არ ჩაუწერია მაგას. იმდენი ტყუილი გაშუქდა, ამისთვის პასუხს გაგებინებთ ყველას“, – განაცხადა დაკავებულის დედამ..
 

 

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...