მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოწირულობები, აღემატება ყველა დანარჩენი სუბიექტის მიერ მიღებულ შემოწირულობებს"...

“სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოწირულობები, აღემატება ყველა დანარჩენი სუბიექტის მიერ მიღებულ შემოწირულობებს” – TI

Published on

სალომე ზურაბიშვილის შემოწირულობები ყველა სხვა კანდიდატის ერთიან დაფინანსებას აღემატება. ამის შესახებ ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ მომზადებულ ანგარიშში მოხვდა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საკითხი. სამოქალაქო სექტორმა ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილის დაფინანსებაც შეისწავლა და დაადგინა, რომ კითხვები ბევრია. აუდიტის სამსახურს კი ამ დრომდე სრულყოფილი რეაგირება არ მოუხდენია.
 
 
სამოქალაქო სექტორმა პრობლემები კანდიდატების ქონებრივ დეკლარაციებშიც აღმოაჩინა. უფრო დეტალურ ინფორმაციას კი "საერთაშორისო გამჭვირვალობა" საქართველო დღეს გაასაჯაროვებს.
 
"სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული შემოწირულობები, აღემატება ყველა დანარჩენი სუბიექტის მიერ მიღებულ შემოწირულობას. არის მიმოხილული ექიმების საქმე, რაც მესამე პირის მეშვეობით შემოწირულობის სავარაუდო ფაქტს ეხება. აუდიტის სამსახურმა დაიწყო გამოძიება ამ საკითხის თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული"-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.

სიახლეები

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები...