მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა მოსალოდნელია, მასში მონაწილეობის მეტი შანსები სალომე ზურაბიშვილსა...

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა მოსალოდნელია, მასში მონაწილეობის მეტი შანსები სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს აქვთ – ასეთია Edison Research-ის მიერ გამოკითხულთა აზრი

Published on

„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 37% მიიჩნევს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა მოსალოდნელია. გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ამომრჩეველი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.
 
კითხვაზე, "თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართოს," პასუხები ასე განაწილდა:
 
კი 37%;
არა 36%;
არ ვიცი 27%.
 
კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელ ორ კანდიდატს აქვს შანსი, მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში? პასუხები ასე განაწილდა:
 
სალომე ზურაბიშვილი – 51%;
გრიგოლ ვაშაძე – 47%;
დავით ბაქრაძე – 23%..
 
ამერიკულმა ორგანიზაციამ  პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.

სიახლეები

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...