მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნებამდე 2 დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

არჩევნებამდე 2 დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

Published on

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით Edison Research-მა ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვები ალოკაციის მიხედვით და ალოკაციის გარეშე ჩატარდა. სრული ალოკაციით, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოკითხული რესპოდენტების პასუხებით, „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე 31%-ით ლიდერობს. კითხვაზე, "დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" (ალოკაციის მიხედვით,) შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე – 31%; სალომე ზურაბიშვილი – 28%; დავით ბაქრაძე – 14%; შალვა ნათელაშვილი – 5%; არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე – 16%; იმის დასადგენად, თუ ვის აძლევს ხალხი ხმას, ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...