მთავარისიახლეებიპოლიტიკაინგა გრიგოლიამ და გიორგი გაბუნიამ ივანიშვილისთვის ვერ მოიცალეს

ინგა გრიგოლიამ და გიორგი გაბუნიამ ივანიშვილისთვის ვერ მოიცალეს

Published on

დღეს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი  საჯარო განცხადების გაკეთებას  და  წამყვანი არხების სამი ჟურნალისტვისთვის  ვრცელი ინტერვიუს მიცემას გეგმავს. თუმცა, როგორც გუშინვე გაირკვა, მის მიერ პერსონალურად მიწვეული სამი ჟურნალისტიდან ორი – ინგა გრიგოლია და გიორგი გაბუნია ამისთვის ვერ მოიცლიან,  ამრიგად მიწვევა  მხოლოდ  ტვ იმედის ჟურნალისტმა ირაკლი ჩიხლაძემ მიიღო
.
 მიწევევას ინტერვიუზე, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ჟურნალისტის თქმით, მას სამშაბათს გადაცემის ჩაწერა აქვს და ამის გამო, ინტერვიუზე წასვლას ვერ მოახერხებს.
 
„გამარჯობა მეგობრებო. რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, ბარემ აქვე დავწერ, სიამოვნებით წავიდოდი, რადგან მგონია, რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება, მაგრამ ხვალ 20.00-ზე მეწყება გადაცემა ,,რეაქცია“ რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამიტომ ტვ ,,პირველი“ გადაწყვეტს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში. მადლობა ყურადღებისთვის p.s– ჩავამატებ ბარემ, ნებისმიერ დროს სიამოვნებით ავიღებ ინტერვიუს მისგან“,- წერს გრიგოლია.
 
 
რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვლთან ინტერვიუზე ვერ წავა წამვანი გიორგი გაბუნია და ვერც პირდაპირ ეთერში ჩართავენ რესპონდენტს:
“გიორგი გაბუნიას აქვს ხვალ საავტორო გადაცემა “არჩევანი”, შესაბამისად იგი ვერ შეძლებს იქ ყოფნას. შეთავაზება თუ ძალაშია, ეკა კვესიტაძის გაგზავნას ვაპირებთ ამ ინტერვიუზე. უბრალოდ ძალიან უხერხულია, როდესაც საზოგადოებრივი არ არის მიწვეული. დიდი გულშემატკივარი კი არ ვარ მაგ არხის, მაგრამ უხერხულია უბრალოდ. ასევე სხვა არხებიც. რატომ არ უნდა იყოს “კავკასია”?! თუ ვინმეა ამ ქვეყანაში ჟურნალისტი და შეუძლია შეკითხვების დასმა მწვავედ და საინეტერესოდ, ეს ნინო ჯანგირაშვილია. ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს. ლაივი რა თქმა უნდა არ იქნება. არ არის ივანიშვილი დიდი ინტერესის სფერო. რას ილაპარაკებს ივანიშვილი საარჩევნოდ, საპროგრამო სიტყვას თუ ასე შემდეგ. თუ მას უნდა ლაივში მწვავე მწვავე ინტერვიუ. გვაქვს ჩვენი ფორმატი, ეს არის “კვირის აქცენტები”. მე და ეკა კვესიტაძე დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას. მას არ ექნება მსუბუქი გასეირნება, ეს იქნება საინტერესო მისთვისაც, ჩვენთვისაც მაყურებლისთვისაც”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ .

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...