მთავარისიახლეებიპოლიტიკასამოქალაქო სექტორი ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტების წინასწარ შერჩევას, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებს

სამოქალაქო სექტორი ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტების წინასწარ შერჩევას, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებს

Published on

ცნობილი გახდა იმ სამი ტელეწამყვანის ვინაობა, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ჩაწერს. ესენი არიან “რუსთავი 2”-დან ეკა კვესიტაძე, ტვ “პირველიდან” დიანა ტრაპაიძე და ტელეკომპანია “იმედიდან” ირაკლი ჩიხლაძე.
 
შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში 22 საათზე გაიმართება, თუმცა ამ დრომდე უცნობია ინტერვიუს ფორმატი.
 
დაგეგმილ ინტერვიუს კი უკვე მოჰყვა კრიტიკა არასამთავრობო სექტორის მხრიდან. სამოქალაქო სექტორი ბიძინა ივანიშვილის მიერ ინტერვიუზე დამსწრე ჟურნალისტების წინასწარ შერჩევას, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებენ.
 
„ერთადერთი რაც შეიძლება განსაზღვროს ბიძინა ივანიშვილმა, ეს არის დრო და კონკრეტულად ვინ დასვამს კითხვას, ეს არის რედაქციის გადასაწყვეტი. სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ უნდა ერეოდეს არავინ და არ უნდა უსაზღვრავდეს რედაქციას ვინ მივიდეს, ვინ რა კითხვა უნდა დასვას და ამიტომ ეს არის ზუსტად რედაქციის გადასაწყვეტი. როდესაც ხელისუფლება საუბრობს მედიის დამოუკიდებლობაზე, პლურალიზმზე და ა.შ. ასეთ საკითხებშიც გამოიკვეთება ხოლმე როგორი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას მედიისადმი,“-განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად სწორედ ივანიშვილის მიერ დასახელდნენ ის ჟურნალისტები, ვისაც ყოფილი პრემიერი ინტერვიუზე ეპატიჟებოდა. ეს იყო გიორგი გაბუნია, ინგა გრიგოლია და ირაკლი ჩიხლაძე. 

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...