მთავარისიახლეებისამართალი,,საპნის საქმე'' - მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას...

,,საპნის საქმე” – მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას ადვოკატებმა პროცესზე მირზა სუბელიანის დაკითხვა მოითხოვეს

Published on

 
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
 
დღევანდელ პროცესზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი იკითხება. მანამდე კი, მიხეილ სააკაშვილისა და ჯანაშიას ადვოკატებმა საქმეზე მირზა სუბელიანის დაკითხვა მოითხოვეს. ადვოკატების განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერები საქმეს უნდა დაერთოს.
 
როგორც ადვოკატები აცხადებენ, სუბელიანი ჩანაწერში ბევრ გახმაურებულ საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ პროკურატურას სხვადასხვა საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებაში ეხმარებოდა. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ამ მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.
 
პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება..
.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...