მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

Published on

რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას დაზიანებები მუცლის არეში აღენიშნება.
 
მოზარდს სასწრაფო ოპერაცია რუსთავში ჩაუტარდა, ახლა კი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება. 
 
იაშვილის სახელობის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი, რომელსაც ქუსლის ტრავმული დაზიანება აღენიშნება. მას გვიან ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმების ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი დაშავებულები რუსთავის კლინიკებში მკურნალობენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
 
 
გუშინ,  დაახლოებით 12:30 საათზე, რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ფიზიკური პირის ავტოფარეხის დემონტაჟის დროს, დაქირავებულ მუშებს მუშაობისას ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთის სტადიონზე და ეზოში ჯამში 14 ადამიანი დაშავდა, მათგან 11 კლინიკა ,,რუსთავში“, 2 კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი, დაშავებულებიდან 5 მცირეწლოვანია

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...