მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გინდათ ქალი?'' - სალომე ზურაბიშვილი ცვლის ჰოლივუდურ კითხვას ,,რა სურთ ქალებს?''

,,გინდათ ქალი?” – სალომე ზურაბიშვილი ცვლის ჰოლივუდურ კითხვას ,,რა სურთ ქალებს?”

Published on

საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრები თბილისში, ვარკეთილში დაასრულა. შეხვედრისას საუბრის ძირითადი ნაწილი კანდიდატმა ახალგაზრდებს და მათ განათლებას დაუთმო.
 
წინასაარჩევნო პერიოდში ეს არის პრეზიდენტობის კანდიდატის ბოლო შეხვედრა ამომრჩეველთან.
 
არჩევნებამდე 3 დღით ადრე კი იგეგმება ყრილობა, სადაც სალომე ზურაბიშვილთან ერთად "ქართული ოცნების" ლიდერები და მათი მხარდამჭერები მიიღებენ მონაწილეობას.
 
„ყველა ვინც აქ დგას, პირველ რიგში დედები თქვენ  გითხრათ, რაც ეხება ნარკოტიკებს დფ მარიხუანას ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად,  რომ გავაფრთხილოთ ახალგაზრდობა რომ ეს არის  ძალიან დიდი საფრთხე მათთვის,ძალიან დიდი საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის, ძალიან დიდი საფრთხე ამ ქვეყნისთვის.
 
ასევე უნდა მივხედოთ ყველა იმ სოციალურ ჯგუფს, რომელსაც სჭირდება მეტი ზრუნვა სახელმწიფოსგან. იმიტომ რომ ეს არის ქალის მოვალეობა
 
გინდათ ქალი? -ქალმა უნდა მოუაროს, იზრუნოს სწორედ ამ დაუცველ თუ ნაკლებად დაცულ კატეგორიებზე“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი

სიახლეები

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შალვა თადუმაძე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე...

ირაკლი ფირცხალავამ, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია ტაბულას...

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული...

დააკავეს ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომელი, რომელმაც 800 000 ლარამდე მიითვისა

თბილისის პოლიციამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა,...