მთავარისიახლეებიპოლიტიკასკანდალური ჩანაწერი გლდანის ციხიდან - სუბელიანის თქმით, ზურაბიშვილის კანდიდატურის გამო ლიდერებს ძალოვნები...

სკანდალური ჩანაწერი გლდანის ციხიდან – სუბელიანის თქმით, ზურაბიშვილის კანდიდატურის გამო ლიდერებს ძალოვნები აუმხედრდნენ

Published on

მორიგი სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერი გლდანის ციხიდან – მირზა სუბელიანი ქართული ოცნების PR სამსახურის უფროსს და მმართველი პარტიის მთავარ იდეოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილს, აგინებს.
 
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი ამბობს, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ოცნებაში ახლა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა და სწორედ ის ქმნის პარტიული დღის წესრიგს.
 
სუბელიანი აგინებს ლაშა ნაცვლიშვილს და ამბობს, რომ სწორედ ის ამხედრებს პარტიის წევრებს მის წინააღმდეგ.
 
ციხის საკნის ჩანაწერებმა ქართული ოცნების პარტიულ განხეთქილებას ფარდა ახადა. მირზა სუბელიანი შიდა პარტიული გარჩევების დეტალებს დათო ცუხიშვილს უყვება.
 
სკანდალური პატიმარი სწორედ ამ გარჩევებს უკავშირებს ვიქტორ ჯაფარიძისთვის არასამუშაო დღეს გაცემულ ნებართვას და პარტიაში მთავარ თანამოაზრედ კახი კალაძეს ასახელებს.
 
მირზა სუბელიანი დეტალებში ყვება, რომ მისი დაკავების საკითხმა გუნდში განხეთქილება გამოიწვია და მხარდამჭერი განცხადების გაკეთება დეპუტატებს კალაძემ აიძულა.
 
ციხის საკნის ჩანაწერიდან დგინდება, რომ განხეთქილება არამარტო პარტიაში არ არის. მირზა სუბელიანი ყვება, როგორ ჩამოქვეითდა ივანიშვილის კარზე დაწინაურებული და ერთ-ერთი ყველზე გავლენიანი მინისტრი გიორგი გახარია.
 
დაპირისპირება მარტო პარტიას და სამინსიტროებს არ ეხება, ციხეში მირზა სუბელიანის თანამოსაუბრე, სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი ყვება, რომ ივანიშვილის რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი სისტემის შიგნით დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ზურაბიშვილს ხმას ძალოვნების დიდი ნაწილი არ აძლევს და ამ პოზიციას არ მალავენ.
 
დავით ცუხიშვილი ახლა დავით სერგეენკოს სამინსიტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის, გარემოცვის წევრია. 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...