მთავარისიახლეებისაზოგადოება,, პრარაბი'' გაიქცა, ხელფასები ისევ გაუცემელია

,, პრარაბი” გაიქცა, ხელფასები ისევ გაუცემელია

Published on

ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლის სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოებზე დასაქმებული მუშები ამ დრომდე გაფიცულები არიან, მაგრამ  მშენებლობა გრძელდება.
 
როგორც გაფიცულები ამბობენ, მუშაობენ ისინი, ვისაც ხელფასები აღებული აქვთ, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინელი მუშები არიან , რომელნიც    უარს ამბობენ  სოლიდარობის ნისნად მუშაობის შეწყვეტაზე და, რადგანაც გაფიცულებს ჭიშკარი გადაკეტილი აქვთ,  ტერტორიაზე ღობეზე გადაძრომით შედიან. 
 
 
  მიუხედავად  კომპანიის საპროექტო ზედამხედველობის წარმომადგენლის ზვიად ჭანტურიას გუშინდელი დაპირებისა, რომ ხელფასი დღის ბოლოსთვის გაიცემოდა, საქმე არ დაძრულა და პრობლემა კვლავ ჰაერშია გამოკიდებული.
 
 ჩინური სამშენებლო კომპანიის "ვეენდჯეეს" წარმომადგენლები ხელს საქმეთა მწარმოებლისკენ იშვერენ და ამბობენ, რომ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ  მან ხელფასების უწყისი კომპანიას დაგვიანებით გაუგზავნა. მხოლოდ ორი დღის წინ,  როცა ეს  ერთი თვის წინ უნდა გაეკეთებინა. და სწორედამიტომ არ გაიცა ხელფასები დროზე.  მათი თქმით ყველა სხვა ობიექტზე, საიდანაც უწყისები დროზე მიიღეს, ხელფასები დროზე გაიცა. 
 
არ შესრულდა გაფიცულთა მოთხოვნაც დაკავშირებოდათ ჩინური სამშენებლო კომპანია "ვეენდჯეეს" წარმომადგენელი, უფრო მეტიც, "პრარაბი" საერთოდ გაიქცა.
 
ცნობისათვის, ეს უკვე  მორე შემთხვევაა, როცა ამ ობიექტზე მუშები  გაიფიცნენ. მაშინ კომპანიამ ხელი საქმის მწარმოებელს შეახოცა და სამსახურიდან დაითხოვა, მაგრამ ამით  მუშების პრობლემა არ გადაწყვეტილა.   
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...