მთავარისიახლეებისამართალი,,გირჩი'' დღეს დედაენის ბაღში კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავ ფესტივალს მართავს. შს სამინისტრო ორგანიზატორებს...

,,გირჩი” დღეს დედაენის ბაღში კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავ ფესტივალს მართავს. შს სამინისტრო ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ გამოიყენებს ყველა ბერკეტს სამართალდარღვევების აღსაკვეთად

Published on

,,გირჩი'' დღეს დედაენის ბაღში კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმავს. 
 
როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, აქციის მიზანია, საზოგადოება და ასევე საქართველოში ჩამოსული ტურისტები გაერთონ.  
 
"იქნება აბსოლუტურად ცივილური აქცია, სადაც მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებსაც მარიხუანას ლეგალიზების ეშინიათ, შეუძლიათ, მოვიდნენ, დააკვირდნენ, ნახონ და მე დარწმუნებული ვარ, საფრთხეების ის ნაწილი, რომელიც წარმოუდგენიათ, უბრალოდ, მათ თვალწინ გაქრება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე იყოს და ჩვენზე ილაპარაკოს უცხოურმა პრესამ დადებითი კონტექსტით. მე მგონია, რომ მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ განვსხვავდებით,“ – აცხადებს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია.
 
ამასთან, მისი თქმით, ღონისძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მთლიანად ,,გირჩი''  იღებს
 
შსს გირჩის დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  უწყება "გირჩის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს, როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში".
 
 იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ვინმეს (მათ შორის პოლიტიკური გაერთიანების წევრების თუ საპრეზიდენტო კანდიდატის) მხრიდან ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია სამართალდამრღვევი ყველა პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
 
"მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მათ შორის პოლიტიკური გაერთიანება გირჩის  წარმომადგენლებს, შეწყვიტონ სამართალდარღვევებისკენ მოწოდება, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან და სამართალდარღვევების ჩადენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია გამოიყენებს კანონით განსაზღვრულ მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს სამართალდარღვევების აღსაკვეთად," – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...