მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსახლეობის დაშინება, ძალადობრივი ფაქტები, უკანონო შემოწირულები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება -...

მოსახლეობის დაშინება, ძალადობრივი ფაქტები, უკანონო შემოწირულები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – გიორგი კანდელაკი წინასაარჩევნო გარემოს მთავარი გამოწვევების შესახებ

Published on

,,ევროპული საქართველოს'' წევრმა, გიორგი კანდელაკმა არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოს მთავარი გამოწვევები გააცნო.
 
გიორგი კანდელაკმა დარღვევების 6 მთავარი პუნქტი დაასახელა, მათ შორის, ხელისუფლების მიერ მოსახლეობის დაშინება მოსალოდნელი დესტაბილიზაციის მოტივით, ძალადობრივი ფაქტები, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია, უკანონო შემოწირულები სახელისუფლებო კანდიდატის ფონდში და ადმინისტრაციული რესურსი გამოყენება სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.
 
ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი კონკრეტული ფაქტები, სავარაუდოდ, მესამე სექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშშიც აისახება.
 
„პირველ რიგში, ეს არის ისტერიის შექმნა ამ რაღაც არეულობების, გადატრიალების და მსგავსი სისულელეების ირგვლივ მთავრობის მხრიდან, რაც არის ამომრჩევლების დაბნევის და დაშინების მცდელობა. რა თქმა უნდა, ასევე არის სახელმწიფო რესურსების და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...