მთავარისიახლეებისაზოგადოებაპაატა ბურჭულაძე - ფონდი „იავნანა“ ახალ სიცოცხლეს დაიწყებს

პაატა ბურჭულაძე – ფონდი „იავნანა“ ახალ სიცოცხლეს დაიწყებს

Published on

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია იგეგმება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 25 ოქტომბერს ფონდი გეგმავს გრანდიოზულ საქველმოქმედო გალა-კონცერტს. საქმე იმაშია, რომ გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით და ჩადიან იმ ოჯახებთან, რომლებსაც ფონდი დაეხმარა. მინდა მივმართო „იავნანას“ ყველა ოჯახს, სტუდენტს თუ ბავშვს, არ მოტყუვდეთ, არც ფონდი და არც მე თქვენთან ინტერვიუსთვის, ან რაიმე საკითხთან დაკავშირებით არავის ვაგზავნით. ეს ადამიანები ცრუობენ და ფონდის წარმომადგენლები არ არიან.
 
კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოვუწოდებ შეწყვიტოს ეს სამარცხვინო დევნა, გამოვიდეს ბოდიში მოიხადოს და ხალხს უთხრას სიმართლე, უთხრას, რომ ყველაფერი იყო სიცრუე და დადგმული სპექტაკლი, რომელმაც ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანები დააზარალა, ვისაც ფონდი ეხმარებოდა. ერთი წელია, ფონდი თავის საქმეს ვეღარ აკეთებს და სოციალურად დაუცველი ოჯახები ვეღარ იღებენ იმ დახმარებას, რომელსაც ფონდი ყოველწლიურად გასცემდა. მე დღეს საქართველოს მთავრობას თხოვნის წერილით მივმართავ, დაეხმარეთ იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირთ, სანამ „იავნანა“ სრულფასოვნად დაიწყებდეს მუშაობას, მანამდე მიხედეთ ამ ხალხს, თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ჩვენ საქართველოს პროკურატურასაც გადავეცით იმ ოჯახების სია, ვისთვისაც დახმარების გაწევა გვინდოდა და თქვენც, საქართველოს მთავრობას გიგზავნით. 25 ოქტომბრიდან ფონდი „იავნანა“ ახალ სიცოცხლეს დაიწყებს და ამაში მას ხელს ვეღარავინ შეუშლის“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სიახლეები

აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

საქსტატი აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის...

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. "რა...

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს

პროკურატურა ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხავს - საუბარია კაცზე, რომლის თვითმკვლელობის ვერსია...

NYPOST: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა რეკორდულ, 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა | ინფორმაციას ამის შესახებ NYPOST...