მთავარისიახლეებისაზოგადოებასაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ დღეს ჟურნალისტებისთვის ახალი...

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ დღეს ჟურნალისტებისთვის ახალი კვლევის პრეზენტაცია გამართა.

Published on

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ დღეს ჟურნალისტებისთვის ახალი კვლევის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული კვლევა სამეგრელოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობას ეხება კომერციულ საქმიანობაში. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, სამეგრელოს რეგიონში 2014 წლის ქონებრივი დეკლარაცია არასრულად ხუთმა თანამდებობის პირმა შეავსო, აქედან 2 ზუგდიდის შემთხვევაში დაფიქსირდა. კერძოდ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი კუკავა  საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით რამდენიმე შპს-ს მეწილე და დირექტორია, თუმცა მას დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი სხვა კომპანიებთან ერთად 100% წილს ფლობს ჯი-ელ გრუპში და არის მისი დირექტორიც.გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, გიორგი კუკავა ფლობს  შპს ლაზიკ ლიმიტედში 20% წილს და ამავდროულად მისი დირექტორიცაა. კვლევის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გონელ ნაჭყებია 80% წილის მფლობელია შპს „მერე“ – ში, ხოლო 20%-ს მისი და როზა ნაჭყებია ფლობს. აღნიშნული გონელ ნაჭყებიას დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს. კვლევისშედეგებსარეთანხმებიანზუგდიდისსაკრებულოსწევრები, რომელებიცამკვლევებშიმოხვდნენ. გიორგიკუკავააცხადებს, რომკომერციულიფირმები, რომლებიცმისსახელზეირიცხება, 2 წელიაარფუნქციონირებს. გონელინაჭყებიაკიაცხადებს, რომდეკლარაციაშიშეცდომაადახარვეზსაუცილებლადგამოასწორებს.აღნიშნული კვლევის თანახმად, იკვეთება თანამდებობის პირთა მიერ კანონდარღვევის შემთხვევები, კერძოდ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნა. გარდა ამისა, რამდენიმე თანამდებობის პირს ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ შეტანილი არ აქვს ქონებრივ დეკლარაციაში.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია. შსს-ს ინფორმაციით,...

გასულ ღამეს გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა საპატიმრო დატოვეს

გასულ ღამეს, რეჟიმის ტყვეებმა გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმარუსთავის საპატიმრო დატოვეს. გუშინვე, ოლიგარქის სასამართლომ Tbilisi...

„ოცნებამ“ I მოსმენით რეპრესიულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ოლიგარქის ერთპარტიულმა და თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც გამოხატვის...

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები – ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების დიპლომატებს და ოპოზიციას ხვდება

ოლიგარქის პარტიის მასობრივი რეპრესიები, ხალხზე ძალადობის სერია, დრაკონული კანონები, ციხეში გამოკეტილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები...