მთავარისიახლეებიპოლიტიკასიღარიბე, ეკონომიკური პრობლემები - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ექსპერტებს შეხვდნენ

სიღარიბე, ეკონომიკური პრობლემები – გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ექსპერტებს შეხვდნენ

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა ექსპერტებთან ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და თავის სამოქმედო გეგმა გააცნეს.
 
ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რადგან სიღარიბის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა, ისინი ყურადღებას ლარის დევალვაციაზეც ამახვილებენ.
 
ოპოზიციას მიაჩნია, რომ მდგომაროების გაუმჯობესებისთვის მკვეთრი ნაბიჯებია გადასადგმელი.
 
შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ესწრება.
 
„შეხვედრა, უპირველესყოვლისა, არის იმისთვის, რომ ექსპერტების ჯგუფი – ჩვენი გუნდის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ახლა მუშაობს იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება, შეხვდეს რაც შეიძლება ხშირად სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენი 14 მილიარდიანი ეკონომიკის 3-3,5-4%-ით ზრდა სიმართლეში ზრდა კი არ არის, ეს არის რეგრესი. ჩვენ თუ არ დავჩქარდებით, ჩვენ თუ ორნიშნა ზრდის ციფრხე არ გავალთ, ყველა პრობლემა, რომელიც ახლა გვაქვს, დემოგრაფია, ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, დაუფინანსებლობა, არასტაბილური შემოსავალი, ემიგრაცია, კიდევ უფრო გამწვავდება,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
ეკონომისტის, დემურ გიორხელიძის შეფასებით, ქვეყანაში სუსტი ეკონომიკაა, დასაქმების დაბალი და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია. ანალიტიკოსმა ყურადღება უსაფრთხოების საკითხებში არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...