მთავარისიახლეებისაზოგადოებაგატაცებულია ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილი- კურიერის ექსკლუზივი

გატაცებულია ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილი- კურიერის ექსკლუზივი

Published on

"კურიერის" ინფორმაციით, თბილისიდან ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილი გაიტაცეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს თავს შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დაესხნენ. ისინი გამოსასყიდის სახით 3 მილიონს ითხოვდნენ. ბიზნესმენი, რომლის შვილიც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს. "კურიერის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ჩატარდა. სამართალდამცველებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრები უკვე დააკავეს. შს სამინისტროში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ გატაცებული მამაკაცს გადაყვანას ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს.„კურიერის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გამოჰკითხეს შს სამინისტროში.გამოძიება საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, სავარაუდოდ აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შს სამინისტროში განცხადება გაკეთდება. 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...