მთავარისიახლეებიპოლიტიკააბრაკადაბრა მინისტრის მეტყველებაში: „ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად...

აბრაკადაბრა მინისტრის მეტყველებაში: „ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი”

Published on

„ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი'' – ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ახალ ჩანაწერებს, სადაც ისევ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული, 
 
 
ეს არის ყველაფერი ამოწოვილია და ეს არამარტო იმისთვის კეთდება, რომ არჩევნებია. ამის ძირითადი საფუძვლები ფუნდამენტური პრობლემა, არის ჩვენი ხალხის გასაჭირი. ამიტომ, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა. ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ასეთი ტიპის ვითომ კრიზისები რომ გავასწოროთ, ამის ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გაძლიერება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება.
 
"აბა გადახედეთ ესეთი რაღაცეები ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია – არა, იმიტომ რომ ხალხს არ უჭირს და ასეთ რაღაცეებს არ გამოეკიდება,“-ამბობს გიორგი ქობულია.
 
თუ პოლიტიკური კრიზისები არის, მაშინ რეალური კრიზისი როგორ არ არის და თუ ეს შესაძლებელია,  სხვა კრიზისი მაინც  ნამდვილად გვაქვს – სრული აბრაკადაბრა მინისტრის მეტყველებაში.  

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...