მთავარისიახლეებიპოლიტიკაჰანდსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ანდრეი პიონტკოვსკი არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსულ პროპაგანდისა...

ჰანდსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ანდრეი პიონტკოვსკი არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსულ პროპაგანდისა და კრემლისთვის მუშაობს.

Published on

 სამოქალაქო სექტორი ამერიკაში შეხვედრებს განაგრძობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებში ამერიკელ სპეციალისტებს ესაუბრა, საპრეზიდენტო კანდიდატების დისკრედიტებისკენ მიმართულ ორგანიზებულ კამპანიაზე, ასევე სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მცდელობაზე, მათ შორის, როგორც თავად აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდანაც.
 
შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრის დროს ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარმა, ანდრეი პიონტკოვსკიმ შეკითხვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.  
 
ჰანდსონის ინსტიტუტის მკვლევარი, ანდრეი პიონტკოვსკი არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსულ პროპაგანდისა და კრემლისთვის მუშაობს.
 
„მზადება და ომიც რუსეთის მხრიდან უკვე იმ დროისთვის წლების დაწყებული იყო. თუ როგორ დაიწყო დამოუკიდებელმა ქალბატონმა კანდიდატმა კამპანია, ადასტურებს, რომ ის რუსულ პროპაგანდასა და კრემლზე მუშაობს. ვადევნებ თვალს ქართულ კამპანიას და მან ეს პუნქტი მოხსნა, რადგან მიხვდა, თუ რამდენად არაპოპულარული და უარყოფილი იყო ქართული საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, მას არჩევის არანაირი შანსი არ აქვს, რადგან ეს დარტყმა იქნება საქართველოსთვის,“- განაცხადა ჰანდსონის ინსტიტუტის მკვლევარმა, ანდრეი პიონტკოვსკიმ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...