მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურას ხმაურიან საქმეზე ბრალის წარდგენა ბოლო დროის სკანდალებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად დასჭირდა

პროკურატურას ხმაურიან საქმეზე ბრალის წარდგენა ბოლო დროის სკანდალებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად დასჭირდა

Published on

იურისტები ვარაუდობენ, რომ პროკურატურას ხმაურიან საქმეზე ბრალის წარდგენა ბოლო დროის სკანდალებიდან საზოგადოების ყურადღების გადასატანად დასჭირდა
 
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ახლა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით არსებობს ერთი შეკითხვა, თუ რატომ მოხდა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენება მაშინ, როცა 2016 წელს ექსპერტიზის დასკვნა უკვე დაიდო და სასამართლოს გადაწყვეტილებაც მიღებულია.
 
„ცხადია, ყველა საქმეზე უნდა იყოს როგორც დასკვნა, ისე სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ რატომ ახლა, ეს კითხვა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური”,- აღნიშნა სულხან სალაძემ.
 

გიორგი მერებაშვილის ადვოკატების თქმით, დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია. მათი განცხადებით, საქმის მასალებში არსებობს აუდიოჩანაწერი, თუმცა მასში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. 
 
„ბრალეულობას ვერ ვხვდებით, რაში გამოიხატა, ბრალი არის დანაშაულის მომზადებაზე, რაც გულისხმობს გარკვეული პირობების შექმნას ამ დანაშაულის ჩადენისთვის, არ არის გამოხატული კონკრეტული ქმედებები, რა განახორციელეს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის შესაბამისად, ვთვლი, რომ დანაშულის ნიშნები არ არსებობს,“- განაცხადა ადვოკატმა, ქეთი მირიანაშვილმა.
 
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი პროკურატურამ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს – ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს წაუყენა.
 
სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
 
რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს, მათ სისხლის სამართლის სხვა საქმეებზე პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვთ.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...