მთავარისიახლეებიპოლიტიკა„შალვა რამიშვილო, გამოდი, გიცანით" - მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს ეხმაურება

„შალვა რამიშვილო, გამოდი, გიცანით” – მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს ეხმაურება

Published on

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ იმ აუდიოფირს ეხმაურება, რომელშიც მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი.საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პროკურატურის ქმედება შეშინებული ბავშვის საქციელს ჰგავს, რომელიც ტყუილს ტყუილზე ამბობს.„ამ საცოდაობაზე დიდი კომენტარი არ ღირს. პატარა ბავშვს, რომ დაიჭერენ კარადასთან მურაბით ხელში, რომელსაც ტკბილი არ ეჭმევა და ათასგვარ  სისულელეებს იგონებს, რომ დაუმტკიცოს მშობლებს, რომ სულაც არ აპირებდა იმ მურაბის შეჭმას და ტყუილს ტყუილზე ამატებს, დაახლოებით იგივეა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის იცნობს ვიქტორ ჯაფარიძეს და მისი ლექსიკონი შეგდება 8 ფრაზისგან, ამიტომ ისეთი გამართული წინადადებებით საუბარს, როგორიც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის, ის ვერ შეძლებდა.
„შალვა რამიშვილო, გამოდი, გიცანით. საბოლოო ჯამში ეს ივანიშვილი, სახელმწიფო მანქანა გადაიქცა ერთი ტყუილის მანქანად. მე ძალიან მეცოდება ის ხალხი, რომელსაც ამ ყველაფერს ასრულებინებენ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება და ხელისუფლება დაკავებულია ტაქსების თეთრად გადაღებვით და მარიხუანას პლანტაციების გაშენებით.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება კლავს ბიზნესს და როგორც ჩანს, ლევან ყიფიანის მსგავსად, ბევრი ბიზნესმენია ფარცხალაძის სარდაფში ნამყოფი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში არის კორუფცია და ყველა პრობლემას ერთმანეთთან აქვს კავშირი, რომელიც საბოლოოდ ხალხზე აისახება. მიხეილ სააკაშვილი მოახლოებულ არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელიც პირდაპირ ადებს ხელს საქართველოს, რომ ომი დაიწყო.  

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...