მთავარისიახლეებიპოლიტიკამეკაკილო-მეღანკილო: ზუგდიდის მერია სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს 40 000 ლარამდე ღირებულების...

მეკაკილო-მეღანკილო: ზუგდიდის მერია სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს 40 000 ლარამდე ღირებულების საკვებ პროდუქტს დაურიგებს

Published on

ზუგდიდის მერია სოფლებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს 40 000 ლარამდე ღირებულების საკვებ პროდუქტს დაურიგებს. შესაბამისი ტენდერები მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ კვირაში გამოაცხადა. 413 ოჯახს ზამთრისთვის 10 კგ. შაქარს, 5 კგ. მაკარონს, 25 კგ. ფქვილს, თითო 5 ლ ზეთს, 10-10 კგ კარტოფილსა და ამავე რაოდენობით ხახვს დაურიგებენ. – ინფორმაციას ამის სესახებ რადიო ,,ათინათი'' ავრცელებს .
 
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სხულუხიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ აღნიშნული ქვეპროგრამა სოციალურ მუხლს საპილოტე პროგრამის სახით დაემატა და ის გაზაფხულზე ინიცირდა. 
 
"რადგანაც უფასო სასადილოები არის ქალაქში და ვერ მოხდა ტრანსპორტით სოფლებიდან სოციალურად დაუცველების უზრუნველყოფა, გადავწყვიტეთ, რომ დარჩენილით, რომელსაც ასევე დაემატა გარკვეული თანხა, ზამთარში გამოსაყენებლი პროდუქტებით მოგვემარაგებინა სოფლებში გაჭირვებული ოჯახები,''
 
რაც შეეხება ოჯახებს, ვისაც აღნიშნული პროდუქტი დაურიგდება, სხულუხიას ინფორმაციით, ისინი მერის წარმომადგენლებმა შეარჩიეს. 
"მათ უკეთესად იციან, ვის უფრო უჭირს სოფელში. ამიტომაც სამუშაო შეხვედრა გავმართეთ გამგებლებთან და მოგვაწოდეს სია", – თქვა მან. 
 
პროდუქტების შესაძენად ოთხი ტედნერია გამოცხადებული, რომლის ჯამური ღირებულება 39 441 ლარია. 
თითოეულ მათგანში წინადადების მიღება20 ოქტომბერს დაიწყო და 22 ოქტომბერს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ პროდუქტების მიწოდება ხელშეკრულებსი დადებიდან ერთი თვის განმავლობასი უნდა უზრუნველყოს.- ნათქვამიარადიო ,,ათინათის ინფორნაციაში.

 
,,ოდიში ნიუსის'' კომენტარი: ვინ თქვა რომ ჩვენი ხელისუფლება გულისხმიერი არ არის? სხვა საქმეა, რომ ეს ,,გულისხმიერება'' მაინცდამაინც  და მხოლოდდამხოლოდ  არჩევნების წინ ვლინდება, როგორც სამეგრელოში იტყვიან,  ,,მეკაკილო დო მეღანკილო''  -ანუ  მიწურულს და გამიზნულად .

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...