მთავარისიახლეებიპოლიტიკა„გუშინდელი კადრების შემდეგ ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს უფრო სწორად გვაქვს კრიმინალური და...

„გუშინდელი კადრების შემდეგ ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს უფრო სწორად გვაქვს კრიმინალური და კორუფციული სახელმწიფო,“-თაკო ჩარკვიანი

Published on

თაკო ჩარკვიანია, რომელიც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, დღეს ხელისუფლებას “ბანდას” უწოდებს. პუბლიცისტის აღშფოთება ხელისუფლების ცალკეულ პირების ქმედებებმა გამოიწვია, რომელიც მისი თქმით, საბოლოოდ სხვადასხვა დროს მტკიცებულებებით დადასტურდა სკანდალური ჩანაწერების სახით. „ჩვენ მივიღეთ რუსული კორუფციული მართვის სახელმწიფო და ამ ტიპის მართვის სახელმწიფოს თანმდევია კრიმინალი და მეტიც, მკვლელობები. თუ ეს ახლა არ შევაჩერეთ 28-ში, ვინმეს არ ეგონოს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამოჩემებული მყავს, დავარქვათ იქსი, იქსი რომ დაასახელოს დღევანდელმა კრიმინალურმა ხელისუფლებამ იქსისთვის არ უნდა მიგვეცა ხმა. ჩვენ კომფორტში ვამყოფებთ ხელისუფლებას და ვუქმნით სასათბურე პირობებს,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველთვის დაასახელებს ისეთ ადამიანს, რომელიც იქნება მისთვის „კრიშა.“ თაკო ჩარკვიანია აცხადებს, რომ დღეს ქართულ სახელმწიფოებრიობას სჭირდება დაცვა. მისი თქმით, ქვეყნის სათავეში დგანან ლაგამამოდებული ადამიანები, რომლებიც ხმას არ იღებენ იმის გამო, რომ „მამა მარჩენალი“ არ გაანაწყენონ. „გუშინდელი კადრების შემდეგ ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს უფრო სწორად გვაქვს კრიმინალური და კორუფციული სახელმწიფო,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

სიახლეები

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...