მთავარისიახლეებიპოლიტიკავადაგასული ფრანგული სუნამო, სახელად ,,სალომე ზურაბიშვილი'' - ა ლა ,,ქართული ოცნება''

ვადაგასული ფრანგული სუნამო, სახელად ,,სალომე ზურაბიშვილი” – ა ლა ,,ქართული ოცნება”

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მხარდაჭერას ნიშნავს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
„28 ოქტომბერს არსებული ხელისუფლების და მისი კანდიდატის მხარდაჭერა, ვადაგასული ფრანგული სუნამოსავით სიბინძურეებს რომ ასხამენ, ნიშნავს მხარი დაუჭირო საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას. ეს ნიშნავს, რომ ხაზი გადაუსვა ჩვენი სამშობლოს მომავალს. 28 ოქტომბერი არის გზაგასაყარი, ეს არის არჩევანი ყოფნას და არყოფნას შორის. პირველსავე ტურში ჩვენ უნდა დავამარცხოთ მაფიოზური შეიარაღებული დაჯგუფებები, რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის სადავეები ჩავაბაროთ ეროვნულ, პროდასავლურ, დემოკრატიულ კოალიციურ მთავრობას. სხვანაირად ჩვენ ფიზიკური გაქრობა გვემუქრება. ყველა პარტიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციას მოვუწოდებ -შემოგვიერთდით," – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...

ქუთაისში ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – სუს-მა 2 უცხოელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის განცხადებით, დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელიც ქუთაისში 3 მილიონ...

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...