მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის კარიერა და წიგნი, რომელიც ჰააგის სასამართლოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა

სალომე ზურაბიშვილის კარიერა და წიგნი, რომელიც ჰააგის სასამართლოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა

Published on

სალომე ზურაბიშვილის კარიერა და წიგნი, რომელიც ჰააგის სასამართლოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა – „ოცნების“ რჩეული კანდიდატი აგვისტოს ომზე მის საავტორო წიგნში ”ქართული ტრაგედია” წერს. ავტორი ამბობს, რომ ეს ომი სააკაშვილს დაკარგული პოპულარობის აღსადგენად სჭირდებოდა და ეჭვს გამოთქვამს რომ მისი იმიჯის რეანიმაციის გეგმა ვანო მერაბიშვილმა შეადგინა ზურაბიშვილს სჯერა, რომ 2008 წლის ომი, სააკაშვილისა და რუსეთის შეთანხმება იყო. სცენარის მიხედვით, ქართველებს ცხინვალი უნდა დაეკავებინათ. ავტორს ჭორიც კი სმენია, თითქოს კულახმეტოვმა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაში 4 მლნ. აიღო. თითქოს რუსებმა პირობა მისცეს, რომ ქართველების სცენარის მიხედვით ითამაშებდნენ, ამიტომაც დაცალეს ცხინვალი მოსახლეობისგან, მაგრამ ბოლო მომენტში სააკაშვილის ომობანა ნამდვილ ომად გადააქციეს. ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, რატომ დაბრუნდა ის საქართველოში, როგორია მისი ოჯახის წევრების დამოკიდებულება გადაწყვეტილებაზე, რომ ის უნდა გახდეს პრეზიდენტი – ამჟამად კანდიდატი ძველ თბილისში ცხოვრობს. მამა ლევან ზურაბიშვილი პარიზში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო, დედამ, ზეინაბ კედიამ საკუთარ კარიერაზე უარი ოჯახის გამო თქვა. ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია. ჰყავს ორი შვილი. არც ერთი მათგანი საქართველოში არ ცხოვრობს.

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...