მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ - ,,ზუგდიდში ჩვენი კომისიის წევრებს ურეკავენ და არჩევნების ღამეს დავალებას აძლევენ,,

ენმ – ,,ზუგდიდში ჩვენი კომისიის წევრებს ურეკავენ და არჩევნების ღამეს დავალებას აძლევენ,,

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.ანი წითლიძის სტატუსიდან ირკვევა, რომ ენმს-ს სახელით კომისიის წევრებს ურეკავენ და დავალებებს აძლევენ.,,უკვე მეორედ ჩვენი კომისიის წევრებს ურეკავენ უცხო ადამიანები ჩემი და ზოდელავას სახელით, ეუბნებიან რომ ცენტრალური შტაბიდან რეკავენ ჩვენი დავალებით და არჩევნების ღამეს რა უნდა ქნან დავალებებს აძლევენ. დღეს, არც მეტი არც ნაკლები დაურეკეს დედაჩემს რომელიც 22-ე უბანში კომისიის წევრია) უთხრეს რომ ჩემი და ზოდელავას დავალებით ურეკავენ არჩევნების ღამის კონკრეტულ დავალებაზე. #სუსი – რა საწყლები ხართ და რა ბოთეები, ჩემი ოჯახის წევრი ვერ გაგიშიფრიათ და თქვენი შეშინებული ვინ უნდა იყოს)) კიდევ რომ არ იწვალოთ მამაჩემი მყავს მეორე უბანში, ასევე კომისიის წევრად და მასთანაც დარეკეთ “კონკრეტული დავალებით” ზოდელავას სახელით,, – წერს წითლიძე. იქვე დასძენს, რომ ნომეეი, რომლითაც დარეკეს გამორთულია და ასაჯაროვებს..

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...