მთავარისიახლეებისაზოგადოება24 წლის სოფო წიკლაური ათენში სავარაუდოდ, წამებით მოკლეს

24 წლის სოფო წიკლაური ათენში სავარაუდოდ, წამებით მოკლეს

Published on

24 წლის სოფო წიკლაური ათენში სავარაუდოდ, წამებით მოკლეს. მისი ცხედარი ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა იპოვეს.საქართველოს მოქალაქე 2 დღის განმავლობაში ორი თვის ჩვილთან ერთად გაუჩინარებული იყო, ბოლოს მეზობლებმა წიკლაურის საცხოვრებლის კარი შეამტვრიეს და წამებით მოკლული გოგონას ცხედარი ნახეს.სოფო წიკლაურს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ის სავარაუდოდ, ტელეფონის დამტენის სადენით მოახრჩეს.გოგონა თავდასხმის დროს ორი თვის ჩვილთან ერთად იმყოფებოდა. მოკლულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მკვლელმა ახალშობილს ძილის წამალი დაალევინა და გათიშა.რა გახდა ქართველი გოგონას სასტიკი მკვლელობის მოტივი, ოჯახის წევრებს საუბარი უჭირთ, თუმცა აქვთ ვერსია, რომელიც მოკლულის პატიმარ მეუღლეს უკავშირდება. ის ორი თვის წინ ათენში სხვა ქართველებთან ერთად დააკავეს.სახლი, სადაც 24 წლის გოგონა მისი 2 თვის შვილთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობდა, გაძარცვული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მხოლოდ მოკლულის პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი და საფულე.ნათესავების გარდა, სასტიკი მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ ათენში მცხოვრებ მეგობრებსაც, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკვლელობა უცხო პირს არ ჩაუდენია.ქართველი გოგონას სასტიკი მკვლელობის შესახებ საბერძნეთის ოფიციალური უწყებებისგან ინფორმაცია უკვე აქვს ქართულ მხარეს.ბერძენმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა ჯერ უცნობია, რა ვერსიაზე მუშაობენ ისინი და ჰყავთ თუ არა სავარაუდო ეჭვმიტანილები.

სიახლეები

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...

მანანა კობახიძეს ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით...

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...