მთავარისიახლეებიმსოფლიო,,ვაშინგტონ პოსტი'': მიღწეულია საიდუმლო შეთანხმება ანკარასა და ვაშინგტონს შორის ...

,,ვაშინგტონ პოსტი”: მიღწეულია საიდუმლო შეთანხმება ანკარასა და ვაშინგტონს შორის ამერიკელი პასტორის გათავისუფლების თაობაზე

Published on

 
ანკარამ და ვაშინგტონმა ამერიკელი პასტორის გათავისუფლების შესახებ საიდუმლო შეთანხმებას მიაღწიეს. – ინგფორმაციას ამის შესახებ ვაშინგტონ პოსტი აქვეყნებს.
 
გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარიგების თანახმად თურქეთის ხელისუფლება ენდრიუ ბრანსონს სასამართლო განხილვის შემდეგ გაათავისუფლებს, რის შემდეგაც მას შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალებასაც მისცემენ.
 
მედიის ცნობით, პასტორის გათავისუფლების სანაცვლოდ ვაშინგტონი ანკარაზე ეკონომიკურ ზეწოლას შეასუსტებს.
 
ინფორმაციას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ენდრიუ ბრანსონი უდანაშაულოა და იმედი აქვთ, რომ პასტორს დღევანდელი პროცესის შემდეგ გაათავისუფლებენ.
 
ენდრიუ ბრანსონი 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს. ამერიკელ სასულიერო პირს ანკარა ჯაშუშობისა და ფეთჰულა გიულენან კავშირში ადანაშაულებს.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...