მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, აგონიაში მყოფი „ქართული ოცნების“ მასიურად ძალადობს საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებზე“-...

,, აგონიაში მყოფი „ქართული ოცნების“ მასიურად ძალადობს საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებზე“- აცხადებს გიორგი ვაშაძე

Published on

 
ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაშია და საჯარო მოხელეების მიმართ ტოტალურ ძალადობაზე გადავიდა – გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერი გიორგი ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მოსაპოვებლად მიმართავს.
 
ვაშაძის თქმით, საქართველოს მასშტაბით საჯარო მოხელეებს აიძულებენ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ სიები წარმოადგინონ.
 
„უკვე მასიურად მთელი საქართველოს მასშტაბით მათ დაიწყეს იძულება საჯარო მოხელეების რომ მიიტანონ მხარდამჭერების სიები სალომე ზურაბიშვილისთვის და უარყოფის შემთხვევაში იმუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით,“-აცხადებს ვაშაძე.
 
გიორგი ვაშაძეს მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაც მოჰყავს. სადაც ნათქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო მოხელეებზე ზეწოლა მასიური ხასიათისაა.
 
„პირდაპირ მიცემული აქვთ დავალება და ურეკავენ საჯარო მოხელეებს ტექსტით : თქვენ გაქვთ საპატრულო პოლიციის ჯარიმა, ან მართვის მოწმობა გაქვთ ჩამორთმეული და თუ მოგვიტანთ 15-20 ადამიანის მხარდამჭერ სიას ასეთ შემთხვევაში დაგიბრუნდებათ მართვის მოწმობა ან გაგიუქმებთ ჯარიმას.
 
ეს არის ტოტალური უკანონობა. ეს არის აგონიაში მყოფი „ქართული ოცნების“ მასიური ძალადობა საჯარო მოხელეებსა და მოქალაქეებზე“-ამბობს გიორგი ვაშაძე.
 
ვაშაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც დაურეკავენ და შესთავაზებენ ჯარიმის გაუქმებას მიმართონ გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშიას“.
 
„ჩვენ დავუპირისპირებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რომ ეს უკანონობა შევაჩერთო,“-ამბობს ვაშაძე.
 
ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციას ეს ინფორმაცია გადაცემული ამერიკის საელჩოსთვის საქართველოში.
 
„ძალა ერთობაშია“ ინფორმაციის გადაცემას ასევე აპირებს ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...