მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა მაქარაშვილი: ოკუპანტებს თბილისში ქვეყნისთვის საზიანო თემების კომფორტულად განხილვის უფლებას...

გიგა მაქარაშვილი: ოკუპანტებს თბილისში ქვეყნისთვის საზიანო თემების კომფორტულად განხილვის უფლებას არ მივცემთ

Published on

დიმიტრი მედვედევის განკარგულებით შექმნილი გორჩაკოვის ფონდის მიერ თბილისში დაგეგმილ ე.წ. ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი საპროტესტო აქციების ფონზე ჩაივლის.
 
დიპლომატთა ფორუმს დიდუბე პლაზა ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. დიდუბე პლაზასთან და სხვადასხვა ადგილებზე სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები და საპროტესტო გამოსვლები უკვე დაგეგმეს. მოძრაობის "რუსეთი ოკუპანტია" აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველოს მტრებს კომფორტულად ქვეყნისთვის საზიანო თემების განხილვის უფლება არ ჰქონდეთ.
 
„ენით აღუწერელი სითავხედეა, რომ თბილისში აპირებენ ამ ფორუმის გაკეთებას. ჩამოდის საკმაოდ დიდი დელეგაცია მტერი ქვეყნიდან აუცილებლად დავხდებით, ჯერ აეროპორტში, სასტუმროსთან დავხვდებით, ზუსტად ვიცით სად არიან.
 
ყოველგვარი აგრესიისა და პროვოკაციის გარეშე და შევეცდებით, რომ მათ ეს ფორუმი არ ჩაატარონ“-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი
 
მესამე სექტორი თბილისში დაგეგმილ გორჩაკოვის ფონდის ფორუმს აფასებს  როგორც რუსული პროპაგანდის ნაწილს  და  სვამს კითხვას: ,, საინტერესოა ვინ უწყობს ამას ხელს ქართული მხარიდან და ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს?.  სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ შესაბამისი სტრუქტურები მსგავსი ტიპის ფორუმებით უნდა დაინტერესდნენ.
 
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ არის მცდელობა რუსული გავლენები გააქტიურდეს საზოგადოებაში.  ეს ფონდები პირდაპირ კავშირშია რუსეთის ხელისუფლებასთან. ძალიან საინტერესოა ვინ უწყობს ამას ხელს ქართული მხარიდან და ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს“-აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორიმიხეილ ბენიძე.  

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...