მთავარისიახლეებისაზოგადოება„კურიერის“ ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სცემეს

„კურიერის“ ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სცემეს

Published on

თავდასხმა „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფზე – „კურიერის“ ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სცემეს.ფიზიკურად „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.„კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი.
ამ წუთებში ჟურნალისტი და ოპერატორი ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.„ჩვენ დღეს დილიდან წამოვედით, რომ მოგვემზადებინა სიუჟეტი ახალ სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით. მივედით იმ ობიექტზე, საიდანაც ხდება გვირაბების მშენებლობა და არის სამშენებლო ობიექტი, შევედით ობიექტზე ფეხით მე და ჩემი ოპერატორი. იქ არანაირი გაფრთხილება, რომ არ შეიძლებოდა უცხო პირთა შესვლა, არ ყოფილა. დავიწყეთ გადაღება, რა დროსაც თავს დაგვესხნენ კომპანიის წარმომადგენლები და ფიზიკურად გაგვისწორდნენ,“- განაცხადა ეკა გაგუამ.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...