მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსკოვის საპატრიარქო: ,, თუ უკრაინის ხელისუფლება დაგეგმილი ავტოკეფალიის ფარგლებში მართლმადიდებლურ ეკლესიებში...

მოსკოვის საპატრიარქო: ,, თუ უკრაინის ხელისუფლება დაგეგმილი ავტოკეფალიის ფარგლებში მართლმადიდებლურ ეკლესიებში შეჭრას დაუშვებს, ადამიანები სიწმინდეების დასაცავად ქუჩებში გამოვლენ,

Published on

თუ უკრაინის ხელისუფლება დაგეგმილი ავტოკეფალიის ფარგლებში მართლმადიდებლურ ეკლესიებში შეჭრას დაუშვებს, ადამიანები სიწმინდეების დასაცავად ქუჩებში გამოვლენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა განუცხადა.
 
მისივე თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს თვითმმართველ ნაწილს წარმოადგენს, აქვს სრული ადმინისტრაციული და ფინანსური დამოუკიდებლობა.
 
„ის არანაირად არ არის ანგარიშვალდებული მოსკოვის საპატრიარქოს წინაშე. ეს ეკლესია უკრაინაში მცხოვრები მართლმადიდებლების უმრავლესობას აერთიანებს, მიუხედავად იმ ყალბი სტატისტიკისა, რომელიც, სამწუხაროდ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ დაიჯერა“, – განაცხადა ილარიონმა.
 
მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს ეკლესიებში შეჭრის მცდელობა.
 
„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ზოგიერთები ცდილობენ უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიებში შეჭრას და მათ მორწმუნეები უპირისპირდებიან. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ამ შეჭრას ხელისუფლება ოფიციალურ თანხმობას მისცემს და ეს პროცესი სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. რა თქმა უნდა, ადამიანები ქუჩებში გამოვლენ და საკუთარ სიწმინდეებს დაიცავენ“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
 
მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქოსები არქიეპისკოპოსი დანიილი და კანადაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ილარიონი სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.
 
სხდომაზე, შესაძლოა, დამტკიცებულ იქნას  ტომოსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიაზე.
 
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...