მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი ყველა ბიზნეს სეგმენტსა და ბანკს ბრალს დებს იმაში, რომ...

შალვა ნათელაშვილი ყველა ბიზნეს სეგმენტსა და ბანკს ბრალს დებს იმაში, რომ სწორედ მათი “დაღუპულია” საქართველო

Published on

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა წინასაარჩევნოდ პარტიების დაფინანსების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. შალვა ნათელაშვილის თქმით, მის პარტიას დიდი მოცულობის საბანკო კრედიტის აღება არ შეუძლია, მაშინ როცა ,,ქართული ოცნების’’ რჩეული კანდიდატს ამის პრობლემა არ შექმნია.
 
„ერთადერთი იმედი ივანიშვილის რეჟიმისა რომ მოხდეს ჩემი ჩაბლოკვა 28 ოქტომბრის არჩევნებში, ტრადიციულად ფინანსური წნეხია, კვლავ აკრძალულია ჩვენი დაფინანსება, საარჩევნო კრედიტის გაცემა და რა თქმა უნდა თოვლის ფანტელებივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
 
ნათელაშვილის თქმით, მან დღეს ყველა ბიზნეს სეგმენტსა და ბანკებში გააგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ სწორედ მათი "დაღუპულია" საქართველო. ამ განცხადებით ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი აფრთხილებს რომ სხვა პარტიების დაფინანსებით საქართველო ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება. 
 
"პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ფანტელებივით ეყრება თავზე ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები“ – აცხადებს შალვა  ნათელაშვილი
 
 

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...