მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილის ბანკი „ქართუდან“ მილიონი ლარი ისესხა

სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილის ბანკი „ქართუდან“ მილიონი ლარი ისესხა

Published on

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი „ქართუდან“ მილიონი ლარი ისესხა, თუმცა რა ვადით უცნობია.
 
ამ დროისათვის კანდიდატს ოფიციალურ დოკუმენტაციაში ისიც არა აქვს მითითებული, გადაიხდის თუ არა სესხის პროცენტს და რა რაოდენობის იქნება ეს თანხა.ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.მოუწევს თუ არა ზურაბიშვილის სესხის დაფარვა გადასახადების გადამხდელებს – საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს.ანალოგიურ ხერხს მიმართა 2016 წელს „ქართულმა ოცნებამაც“. მაშინ ივანიშვილის პარტიამ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი ლარი 4 თვის ვადით ისეხდა. სესხის განაკვეთი 11% იყო.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...