მთავარისიახლეებიპოლიტიკასამ დღეში სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირულმა თანხამ 1 მილიონ ლარს გადააჭარბა - ნიკა...

სამ დღეში სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირულმა თანხამ 1 მილიონ ლარს გადააჭარბა – ნიკა გვარამია საგნებს თავის სახელს არქმევს და… ხელისუფლებისგან ფაშისტის იარლიყს იღებს

Published on

ნიკა გვარამიას შეიძლება მართლაც აქვს იმის იმედი, რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციებზე, თუმცა საპირისპიროს ადასტურებს ხალხისა და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო ჩართულობა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაშია"- ასე  გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის განცხადებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის დამფინანსებლებს და დაფინანსებას ეხება.
 
„ ნიკა გვარამიას ისტერიული განცხადება უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შესაძლოა მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს. ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა, ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოებისა და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში,.აცხადებს იგი.
 
 
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას ჰქონდა იმედი, რომ ნიკა გვარამიას პირად სივრცეში გამოთქმული აზრის გამო მესამე სექტორის წარმომადგენლები გააკრიტიკებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
 
სეახსენებთ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილს მოღალატე უწოდა და საზოგადოებას მოუწოდა, არ დააფინანსონ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანია.
 
განცხადება ნიკა გვარამიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც სამ დღეში სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირულმა თანხამ 1 მილიონ ლარს გადააჭარბა. შემომწირველებს შორის კი დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე ბიძინა ივანიშვილის ძმა , ალექსანდრე ივანიშვილი და ჩაჩავასა და ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმები აღმოჩნდნენ.
 
რუსთავი ორის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ  ყველა ის ადამიანი ვინც ეხმარება სალომე ზურაბიშვილს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, უნდა მოექცეს საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ. 
.

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...