მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი. სხვათა შორის რაშიც ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი"- პაატა...

“ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი. სხვათა შორის რაშიც ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი”- პაატა ბურჭულაძე მეუღლეზე

Published on

ბურჭულაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს დაკითხვის შესახებ შეთანხმება ვასილენკოსა და პროკურატურის გამომძიებელს შორის გუშინ შედგა. მსოფლიო ბანის განცხადებით, მისი მეუღლე სასამართლოს ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის, მათ შორის საუბარი იქნება ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე. „გუშინ მობრძანდა გიორგი ლომთაძე, პროკურატურის გამომძიებელი. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მოსამართლის თანდასწრებით და შეთანხმდნენ რომ  8 რიცხვში მივიდოდა და დაკითხვა მოხდებოდა. ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი. სხვათა შორის რაშიც ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი. და ისინი თავს არიდებდნენ ამას. უნდათ შექმნან, რომ ვითომ გაიქცა ვინმე ქვეყნიდან. გასაქცევად ჩემი აზრით ემზადება ბიძინა ივანიშვილი.  2012 წელს მასთან ჰქონდა შეხვედრა ფონდ იავნანას პარიზში წასვლასთან დაკავშირებით მაგრამ იქ გადაუხვიეს თემას და სხვა თემაზე ჰქონდა საუბარი. ამასაც მოუყვება მათ.  ისე რომ ძალიან საინტერესო დაკითხვა იქნება და ჩვენ თვითონ გვინდოდა მარტის თვიდან მაგრამ დღეს დაასწრეს, იმიტომ რომ ხვალ მე მაქვს შეხვედრა ელჩებთან, მე მაქვს საზოგადოებასთან შეხვედრა და მინდა ყველაფერი მოვუყვე თუ რა წნეხის ქვეშ არის ფონდი იავნანა,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.პაატა ბურჭულაძის ოჯახი და ადვოკატები ზეწოლის ახალ ტალღაზე საუბრობენ. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ბურჭულაძის მეუღლე დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც მსოფლიო ბანმა ტელეეთერებში ბიძინა ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა და საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერა ოპოზიციას გამოუცხადა.
ბურჭულაძის მეუღლის ადვოკატებმა დღეს სასამართლოში წარადგინეს დოკუმენტები, რომ მსოფლიო ბანის მეუღლე საქართველოდან გაფრინდა და მზად არის დაკითხვაზე რვა ოქტომბერს გამოცხადდეს.
ადვოკატის თქმით, ანგელა ვასილენკო ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას, მისულიყო გამოკითხვაზე თუმცა ის გუშინ გამოიძახეს მოულოდნელად და შესაბამისად, სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო.
 
საპირისპიროს აცხადებს საქმის პროკურორი, რომელიც ამბობს, რომ ბურჭულაძის მეუღლე და დაცვის მხარე ამის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული.

სიახლეები

უკრაინამ შორსმფრენი დრონებით იერიში რუსეთის სიღრმეში, საზღვრიდან 1 750 კილომეტრზე მიიტანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) არსებულმა წყარომ Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ უკრაინამ მოქმედების შორი რადიუსის მქონე დრონებით რუსეთის კომის ოლქში მდებარე...

“არ ვიცი სად არის, არ შემხმიანებია, მაგრამ სჯობდა, შემხმიანებოდა” – გვარამია გილაურზე

ტვ პირველის გადაცემაში "რეაქცია" ნიკა გვარამიამ პასუხი გასცა შეკითხვას, სად გაქრა ნიკა გილაური: "არ ვიცი,...

რატომ დაიხურა “მთავარი არხი”? – ნიკა გვარამია დეტალებზე ალაპარაკდა

"ახალისა" და "მთავარი არხის დამფუძნებელი" ნიკა გვარამია, რომელიც საპატიმროდან 12 თებერვალს გათავისუფლდა, "მთავარი არხის"...

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...