მთავარისიახლეებიპოლიტიკახელფასებსა და პრემიებზე დახარჯული 15 მილიონამდე ლარი - ოპოზიცია ხელისუფლებას კადრების გაზრდაში...

ხელფასებსა და პრემიებზე დახარჯული 15 მილიონამდე ლარი – ოპოზიცია ხელისუფლებას კადრების გაზრდაში ადანაშაულებს

Published on

ოპოზიცია ხელისუფლებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ბიუროკრატიული ხარჯების და სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობის გაზრდაში ადანაშაულებს.ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ 2012 წელთან შედარებით საქართველოს ათი რაიონის მუნიციპალიტეტსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ აიპ-ებში, დასაქმებულთა რიცხვი ათასით გაიზარდა. ხელფასებსა და პრემიებზე დახარჯულმა თანხამ კი ბოლო სამი წლის განმავლობაში, 14 მილიონ 600 ათას ლარს გადააჭარბა.ლაგოდეხის მუნციპალიტეტი დასაქმებულთა რაოდენობით ერთ-ერთი პირველია.ლაგოდეხის გამგებელი ამბობს, რომ აიპ-ებში თანამშრომელთა რაოდენობის მატება წინა ხელისუფლების დროს მოხდა. ანალოგიური ვითარებაა გურჯაანშიც, თუმცა ადგილობრივ ხელისფულებაში ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ.სხვა მუნიციპალიტეტებისგან გასხვავებით შტატების მატებას ახალი საბავშვო ბაღების გახსნას უკავშირებენ ქარელის გამგეობაში.ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს მმართველი გუნდის ნაწილი.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...