მთავარისიახლეებიკონფლიქტებიზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

Published on

აფხაზეთიდან დევნილი ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან გათავისუფლდა. 52 წლის ზაურ გურჩიანი სოხუმის იზოლატორიდან 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ  გაათავისუფლეს. 
 
ზაურ გურჩიანი 5 აგვისტოს ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, როცა იგი  აფხაზეთის სოფელ აჟარაში  ნათესავებთან   მიდიოდა,ზაურ გურჩიანის სახლი სოხუმში ომი დროს დაიწვა. გურჩიანების ოჯახმა აფხაზეთი ჭუბერის გავლით დატოვა და მას შემდეგ სოფელ ჭუბერში ცხოვრობს.
 
ზაურ გურჩიანის დაკავების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს სოზარ სუბარს შეატყობინეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზაურ გურჩიანის გათავისუფლების მოთხოვნით, ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
 
ზაურ გურჩიანმა  გუშინ გვიან ღამით დატოვა ოკუპირებული ტერიტორია. . ოჯახების წევრების თქმით, მასზე  ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...