მთავარისიახლეებისაზოგადოებახაშურის რაიონულ სასამართლოში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და მძევლად აიყვანა

ხაშურის რაიონულ სასამართლოში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და მძევლად აიყვანა

Published on

ინციდენტი ხაშურის რაიონულ სასამართლოში – პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა, მძევლად აიყვანა და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ფულს და ტრანსპორტს მოითხოვდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. "კურიერის" ინფორმაციით კი ეჭვმიტანილი – განსასჯელი რამაზ ფირცხელაურია, რომელსაც ყაჩაღობა ედება ბრალად. ინციდენტი ხაშურის სასამართლოში მალევე ამოიწურა. პატიმარი, რომელმაც ბადრაგი მძევლად აიყვანა, ციხეშია დაბრუნებული. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, პატიმარს გაქცევის მცდელობა ჰქონდა, რაც მალევე აღიკვეთა.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...