მთავარისიახლეებისამართალისამშენებლო კომპანია "სვეტის" დირექტორი გივი ჯიბლაძე დაკავებულია

სამშენებლო კომპანია “სვეტის” დირექტორი გივი ჯიბლაძე დაკავებულია

Published on

სამშენებლო კომპანია "სვეტის" დირექტორი, გივი ჯიბლაძე დაკავებულია. "კურიერის" ინფორმაციით, ამ წუთებში მის საცხოვრებელ სახლში ფინანსური პოლიცია იმყოფება.
 
როგორც ცნობილია, „სვეტს“ ნებართვის გარეშე მშენებლობებს ედავებიან, რის გამოც კომპანიას მერიამ ყველა ობიექტის მშენებლობის უფლება შეუჩერა. „სვეტს“ ათეულობით მეანაბრის დავალიანება აქვს.
 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სვეტი დეველოპმენტიდან“ ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გამოძიება საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი თანხების სავარაუდო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. დაზარალებული მენაშენეები რამდენიმე თვის განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ.

 
საინერესოა, ისიც, რომ . გივი ჯიბლაძის სახელს  ამ ზაფხულს მომხდარი რამდენიმე სკანდალური ამბავი უკავშირდება.
 
ბიზნესმენის განცხადებით, 13 ივნისს ის სახლიდან გამოსვლისას გაიტაცეს.- ოთხმა გამტაცებელმა თავზე ტომარა ჩამოაცვა და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
 
ისინი მას  იარაღის მუქარით 150 ათას დოლარს სძალავდნენ და 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.
 
ჯიბლაძის თქმით, გატაცებას წინ უძღოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. ჯიბლაძის ვარაუდი, რომ  იგი  სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, დადასტურდა გამტაცებელთა დაკავების შემდეგ. 
 
"ერთ-ერთო გამტაცებელი ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირი – გიორგი ნიჟარაძეა. ჩვენ წელიწადნახევარი ვიცნობდით, როგორც გიორგი ნიჟარაძეს, თუმცა ყოფილა კახაბერ ბახტაძე.ბაკურიანში ვაკეთებთ პროექტს. ეს მიწა იყო ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის, გამტაცებლები მისი წარმომადგენლის ახლობლები არიან. თუმცა  გატაცება ზურაბ წერეთლის დაგეგმილი არ არის. ასეთი პირობები გვქონდა, რომ უნდა მიგვეცა აშენებულ ფართში რაღაც კონკრეტული ნაწილი, მაგრამ, ბოლო მომენტში, ამ ადამიანმა მოითხოვა თანხა – 150 000. ჩავწერეთ კონტრაქტში, რომ ეს უნდა მიგვეცა მშენებლობის ნებართვიდან სამი თვის ვადაში. მშენებლობის ნებართვა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა", – ამბობდა  ბიზნესმენი და აღნიშნავს, რომ გატაცებამდე ამ პირებს კომპანიის ფულის მითვისება სურდათ და ჩემს კაბინეტში სროლაც იყო .''
 
რას უკავშირდება  დღევანდელი დაკავება (პირდაპირ თუ არაპირდაპირ)  გივი ჯიბლაძისა და მისი პარტნიორების დავას,   მენაშენეთა უკმაყოფილებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას , უმოკლეს ხანში გახდება ცნობილი. 
 
 
 
 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...