მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: საქართველო არის მაფიოზური კლანის ხელშია. რა უფლებით იჯდა ივანიშვილი...

გრიგოლ ვაშაძე: საქართველო არის მაფიოზური კლანის ხელშია. რა უფლებით იჯდა ივანიშვილი ამ საქმის გარჩევაზე, რომელიც პარტიის თავმჯდომარეც კი არ იყო მაშინ?

Published on

გუშინწინ გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველო არის მაფიოზური კლანის ხელში,“ – ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური გაერთიანებიდან ძალა ერთობაშია, გრიგოლ ვაშაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.
 
გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმაურება, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა ღალატში დაადანაშაულა. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ სულ 9 წელზე ისაუბროს.
 
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ქვეყანაში სისტემური დანაშაულებები ხდება. ვაშაძის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებში ფიგურანტი პირები უნდა გამოკითხონ.
 
„ყველა უნდა დაიკითხოს, ივანიშვილიდან დაწყებული და შემდეგ პროკურატურამ უნდა ჩაატაროს, რაც შეიძლება, სწრაფად გამოძიება და სასამართლოში ვიხილოთ ეს საქმე,“ – განაცხადა ვაშაძემ.
 
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, თუ ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი სახელმწიფოს გადასახადს არ უხდიდა, მაშინ კანონის შესაბამისად უნდა ემოქმედათ და არ უნდა დაებარებინათ „საქმის გასარჩევად“.
 
„რაც მთავარია, ეუბნებიან, შენ თუ გინდა, პრობლემები დაამთავრო, ნუ გადააქცევ შენს ტელევიზიას რუსთავი2-ად, ჩაგვაბარე იბერია და ყველაფერი კარგად იქნებაო. ეს არის სამართლებრივი მხარე. ოქუაშვილი იხდიდა თუ არ იხდიდა გადასახადებს, ეს მისი და კანონის გასარკვევი არის და რა უფლებით იჯდა ივანიშვილი ამ საქმის გარჩევაზე, რომელიც პარტიის თავმჯდომარეც კი არ იყო მაშინ, მაინტერესებს უბრალოდ, „პახანია“? ან რა საქმე ჰქონდა იქ ე.წ. ბიზნესომბუდსმენ გახარიას,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. ჟორჟოლიანი აღნიშნავს,...

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ირაკლი...

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა - ამის შესახებ საქართველოს...

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...