მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა 27%-მა ვერ გაიგო „ქართული ოცნების“ ხელწერა

ივანიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა 27%-მა ვერ გაიგო „ქართული ოცნების“ ხელწერა

Published on

ჩვენ შევძლებთ არჩევნებზე სწორ მობილიზებას – ამბობს, ბიძინა ივანიშვილი და აცხადებს, რომ ოპოზიციას 27% უჭერს მხარს.
 
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოპოზიციას დიდი რესურსი არ გააჩნია და 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი მოიგებს.
 
ივანიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა 27%-მა ვერ გაიგო „ქართული ოცნების“ ხელწერა, თუმცა ისინი მაინც ამ საზოგადოების ნაწილნი არიან.
 
„ეს 27 % რაც ბოლო წლებში ჩანს საზოგადოების ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდება, ვერ გაიგო და არ უჭერს მხარს, ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ჩვენ პატივს ვცემთ და ანგარიშს ვუწევთ.
 
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დღესაც ასევე ფიქსირდება, რომ დაახლოებით  10% ერთ ნაწილზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მეორე ნაწილი 17%-ზე იყოფა, ამის იქით, მათ დიდი რესურსი არ აქვთ არჩევნებზე.
 
არჩევნების სწორი მობილიზაციის შემთხვევაში და ჩვენ ამას მოვახერხებთ, ქალბატონი სალომე გვყავს ძალიან კარგი კანდიდატი“-ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...

ელისო კილაძეს 9 -დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურის ცნობით, ელისო კილაძე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით არის...

დააკავეს ჟურნალისტი ელისო კილაძე

გავრცელებული ინფირმაციით, ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაკავებულია - მედიამენეჯერი დღეს დილით, სპეცდანიშნულების...