მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პირადად მისთვის სალომე ზურაბიშვილი უახლოესი ისტორიის სიმბოლოა

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პირადად მისთვის სალომე ზურაბიშვილი უახლოესი ისტორიის სიმბოლოა

Published on

 
 
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირადად მისთვის სალომე ზურაბიშვილი უახლოესი ისტორიის სიმბოლოა.
 
როგორც ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველო ამ მხრივ ევროპულ არჩევანსაც ეხმაურება, ვინაიდან კანდიდატი ქალბატონია.
 
„ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს. ჩემთვის ეს ქალბატონი არის უახლოესი ისტორიის სიმბოლო. ის პირველი ემიგრაციის წარმომადგენელია და დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. ის ქალბატონი, რომელიც ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიას ძალიან კარგად ეხმაურება. ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა, ამ მხრივ ეს ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სალომეს გაპრეზიდენტებას ვიხილავთ. ამით ჩვენ შევეხმიანებით შორეულ ისტორიას, უახლოეს ემიგრაციასაც პატივს მივაგებთ და ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც პატივს მივაგებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 
ყოფილმა პრემიერმა მმართველ გუნდს მაქსიმალური მობილიზაციისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
 
„მოგიწოდებთ ყველას მაქსიმალური მობილიზაციისკენ, თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ჩვენ მას აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. ლომის წვლილი მის გამარჯვებაში მისი ისტორია და მოღვაწეობა იქნება, თუმცა ჩვენი დახმარებით და თანადგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება და გაფორმდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...